Thursday, June 4, 2015

ჩემი სახელი მსოფლიოში

     გავაზის საჯარო სკოლის III კლასის მოსწავლეებმა იმუშავეს პროექტზე "ჩემი სახელი მსოფლიოში". მოსწავლეებმა აწარმოეს კვლევა საკუთარ სახელზე, ინტერვიუ აიღეს მშობლებისგან და გააკეთეს ბარათები, რომლებზეც მოათავსეს ინფორმაცია საკუთარი  სახელის შესახებ.მოსწავლეებმა ასევე მოიძიეს თავისი სახელის მნიშვნელობა, საქართველოში გავრცელებული მსგავსი სახელები, ასევე ცნობილი ადამიანები, რომლებიც ამ სახელებს ატარებენ.ზოგიერთმა მოსწავლემ თავის სახელის პირველი ასოებით დაწყებული შესაბამისი ზედსართავი და არსებითი სახელები გამოიყენა, რომლებიც მათ თვისებას ან სხვა დამახასიათებელ ნიშანს გამოხატავს.აი ისინიც:
                                                                       ნინი პაკაცოშვილი


        მე ვარ ნინი პაკაცოშვილი გავაზიდან, ყვარლის რაიონი. გავაზი მდებარეობს კახეთში, ალაზნის ველზე. ჩემი სახელი უკავშირდება წმინდა ნინოს, რომელმაც გაავრცელა ქრისტიანული სარწმუნოება საქართველოში. ეს სახელი დედამ დამარქვა. მას ძალიან მოსწონდა ეს სახელი. ნინო ერქვა დედაჩემის დეიდას და ჩემს დიდ ბებიას. ასე რომ მე არ ვარ პირველი ამ სახელით ჩვენს დიდ ოჯახში.
ჩემი არაოფიციალური სახელია ნინიკო. საქართველოში მსგავსი სახელებია: ნინუცა, ნინიკო, ნინცი, ნუცა.
ეს წმინდა ნინოა ვაზის ჯვრით ხელში. საქართველოში 1 ივნისს ნინოობას აღნიშნავენ.

    ანი ჯეირანიშვილი

ანი ჩემმა მშობლებმა დამარქვეს. მე მიყვარს ჩემი სახელი. მსგავსი სახელებია: ანა, ანიკო, ანანო. სახელი იმდენად არა რასაც ჩემი გვარი მეუბნება. ჯეირანი ძალიან ლამაზი მთის ცხოველაი. ცნობილი ქართული ქორეოგრაფიული ანსამბლი ილიკო სუხიშვილის და ნინო რამიშვილის ხელმძღვანელობით ასრულებდა ცეკვას "ჯეირანი". ძალიან ლამაზი ცეკვაა. 
           ნინო რაჯებაშვილი

         

ნინი კეწელაშვილი

მე ვარ ნინი. ვცხოვრო ყვარელის რაიონში, სოფელი გავაზი. მამამ და ბებიამ ნინი იმიტომ დამარქვა, რომ ნინოობას დავიბადე. საქართველოში ნინოობას აღნიშნავენ წელიწადში ორჯერ წმინდა ნინოს საპატივსაცემოდ. მე წმინდანის სახელი მქვია. ნინოწმინდამ საქართველოში ქრისტიანული სარწმუნოება იქადაგა და გაავრცელა. ცნობილი ადამიანები არიან: მოცეკვავეები ნინო რამიშვილი და ნინო ანანიაშვილი. ჩემი არაოფიციალური სახელია ნინუცი.

ანი ხუციშვილი

მე ანი ხუციშვილი ვარ. ვცხოვრობ გავაზში. ჩემი ქვეყანაა საქართველო. მე ვსწავლობ გავაზის საჯარო სკოლაში. მსგავსი სახელებია: ანა, ანამარია, ანუკი, ანუკა. ცნობილი ადამიანია ანა კალანდაძე, ჩემი საყვარელი პოეტი.
 ა-კრობატი
ნ-აყინი
    ი-შვიათი



გაგა პაკაცოშვილი

მე ვარ გაგა პაკაცოშვილი. გაგა დედამ დამარქვა. მისი თქმით დედას ბავშვობის ექიმს ერქვა გაგა და მას ძალიან უყვარდა თავისი ექიმი და მისი სახელიც მოსწონდა. როდესაც მე დავიბადე, დედას ოცნება ახდა. გაგა დამარქვეს. ოჯახშიც და მთელს სანათესაოშიც მე ვარ პირველი ამ სახელით. ძალიან მომწონს ჩემი სახელი.
მე ტელეეკრანზე მინახავს მსახიობი გაგა ჩიხლაძე და მომწონს ეს ადამიანი. ერთ-ერთ მოთხრობაში, სახელი აღარ მახსოვს, ლამაზ ფრინველს ერქვა "გაგა". საქართველოში. მსგავსი სახელებია: გაგი, გიგი, გიგა, გაგლო.
-მაყი
-ონიერი
-მბიციური
.

ანი თათრიშვილი
მე ანი მქვია. ეს სახელი დედამ და მამამ დამარქვეს. მსგავსი სახელებია: ანა, ანიკო, ანამარია, ანასტასია. პოპულარული ადამაინები, რომლებიც ამ სახელს ატარებენ, არია: ანა ფრანკი, ანი კეკუა, ანასტასია ვირსალაძე. მე ოჯახში პირველი ვარ ამ სახელით. 
ა-თოსანი
ნ-იჭიერი
ი-ნდივიდუალური

მერიკო ვარადაშვილი

მერიკო ბებიას ერქვა და მშობლებმა მიტომ დამარქვეს. მე მიყვარს ჩემი სახელი.

ნინო ვარადაშვილი

       
მე მქვია ნინიკო. ნინიკო ნინოს მოფერებითი სახელია. ნინო ჩემი ნათლობის სახელია. ოჯახმა დამარქვა ნინო, იმოტომ რომ ბებოსაც ნინო ჰქვია. ნინო წმინდანის სახელია. მე ნინო მქვია, მაგრამ ხან ნინის მეძახიან, ხან-ნინუცელას, ხანაც-ნუცას. ცნობილი ადამიანები ამ სახელით არიან: მომღერალი ნინო ჩხეიძე, ნინი ბადურაშვილი, ნინი ბუზალაძე. ჩემს სახელს შემდეგი თვისებები დავუკავშირე:
ნ-ასწავლი
ი-მედიანი
ნ-ელი
ო-მახიანი 


ნატალი ბუთიაშვილი

    ნატალის სახლში მეძახიან. მეგობრებიც ნატალის მეძახიან. მსგავსი სახელებია:ნატო, ნატა, ნატაშა, ნატუკი. ცნობილი ადამიანები: ნატო ვაჩნაძე ძალიან ლამაზი ქართველი მსახიობი იყო. ნატო მეტონიძე, მომღერალი. ნატალი კოსმეტიკურ ფირმასაც ჰქვია.

ნინო ჩიდრაშვილი


მე ნინო მქვია. ეს სახელი დამარქვა კუსია მამიდამ, დედამ და მამამ. ალბათ იმიტომაც დამარქვეს, რომ ნინოობას დავიბადე. ნინოობა წმინდა ნინოს უკავშირდება და ლამის სახელის დღესასწაულადაც იქცა. ხალხი ახლობელ ყველა ნინოს ურეკავს და ულოცავს ნინოობას. ჩემი მოსახელე ცნობილი მომღერალია ნინო ჩხეიძე. ძალიან მიყვარს მისი სიმღერები. ჩემი სახელი ძალიან მიყვარს. საქართველოში ძალიან პოპულარულია ჩემი სახელი.

ილია ბეროშვილი

     ილია პაპაჩემის სახელია. ჩემმა მსობლებმა მის საპარივსაცემოდ დამარქვეს ეს სახელი.პაპას ძალიან ვუყვარვარ. ილია ერქვა ილო ბეროშვილს, პოეტს ახალსოფლიდან. მისი შვილიშვილი ილო ბეროშვილი ცნობილი მსახიობია. პაპა ამბობს, ნათესავები ვართო, თუმცა მე არ ვიცნობ და მინდა პირადად გავიცნო.
ი–ნდივიდუალური
ლ–ამაზი
ი–მედიანი
ა–მაყი

                                                                 გიორგი წყალობაშვილი

                            
მე ვარ გიორგი წყალობაშვილი. დედამ და ჩემმა ძმამ დამარქვა ეს სახელი, თუმცა მამას უნდოდა ნიკოლოზი დაერქმია ჩემთვის, დიდი პაპის საპატივცემულოდ. მე პირველი ვარ ჩემს ოჯახში ამ სახელით. მე მომწონს ჩემი სახელი, თუმცა ნიკოლოზიც კარგი სახელია.
გიორგი ერქვა საქართველოს მეფეს, "გიორგი ბრწყინვალე". გიორგი წმინდანის სახელია. საქართველოში წმინდა გიორგი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წმინდანია. წელიწადში ორჯერ ქართველი ხალხი ზეიმობს გიორგობის წმინდა დღესასწაულს., 23 ნოემბერს და 6 ივნისს. ხალხი მიდის ეკლესიებში, რომლებიც წმინდა გიორგის სახელს ატარებენ, საკლავს კლავენ, სანთელს ანთებენ და წმინდა გიორგის ავედრებენ საკუთარ ოჯახებს, ახლობლებს და საქართველოს. დილით ეკლესიებში წირვა-ლოცვა აღევლინება. ძველ გავაზში სოფლის თავსი არის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, ხოლო უფრო ზემოთ მთაში თავწმინდა გიორგის ეკლესიაა. ამჟამად იქ ეკლესიის ნაგრევებია, თუმცა ხალხი იქაც ადის სანთლების დასანთებად, მიუხედავად იმისა რომ ცუდი გზაა და ასასვლელად ძნელია. ქათველებს ძალიან უყვართ წმინდანების პატივისცემა. ამბობენ რომ იმ ეკლესიაში წმინდა გიორგის თავია დამარხულიო, ამიტომაც ჰქვია თავწმინდა გიორგი. საქართველოში ეს სახელი ძალიან პოპულარულია. მსგავსი სახელებია: გოგა, გიგა, გიგი, გოგია, გოგი, გრიგოლი.
გ-ამარჯვებული
ი-ღბლიანი
ო-მახიანი
რ-იჟიკა
გ-ახარებული
ი-მედიანი




Saturday, May 23, 2015

სადღესასწაულო ბარათების გაცვლა

                     პროექტის გეგმა

სასწავლო თემის ავტორი
სახელი და გვარი
მზია გაგნიძე
რაიონი
ყვარელი
სკოლა
გავაზის საჯარო სკოლა
ქალაქი

თემის  მონახაზი
თემის  დასახელება
     სადღესასწაულო ბარათების გაცვლა                                                                                                                                                                                                                                                    
თემის შინაარსი
     სადღესასწაულო ბარათების გაცვლა არის საერთაშორისო საგანმანათლებლო ქსელის IEARN პროექტი. პროექტის ფასილიტატორი დარეგისტრირებულ სკოლებს აჯგუფებს. თვითეულ ჯგუფში არის რვა ქვეყნის სკოლა. იქმნება სადისკუსიო ჯგუფები მასწავლებლებისა და მოსწავლეებისათვის, სადაც ონლინ რეჟიმში ხდება დისკუსიის გამართვა, მოსწავლეები და მასწავლებლები ერთმანეთს ეცნობიან, უგზავნიან სკოლისა და რაიონის სურათებს.უზიარებენ ერთმანეთს ქვეყნის დღესასწაულებზე, რას ჭამენ, როგორი ამინდია, ოჯახებში იციან თუ არა საჩუქრების გაცვლა, როდის ხდება ეს, დადიან თუ არა ეკლესიაში/მეჩეთში/შეხვედრების დარბაზებში, რა დროს ხდება ეს, დილით თუ შუაღამისას. მოსწავლეები გამართავენ დისკუსიას თავიანთ საყვარელ საგნებზე, და-ძმის რაოდენობაზე ოჯახში, საყვარელი ცხოველების სახელებს, საყვარელი დღესასწაული ქვეყანაში, სკოლის აღწერა, ქვეყანაში საყვარელი ადგილი რომელსაც აჩვენებ პარტნიორს თუ ჩამოვა სტუმრად. პროექტის მონაწილე ბავშვები ამზადებენ საშობაო ბარათებს,  მოკლე ინფორმაციით მითითებულ თემებზე. ამის შემდეგ საქართველოს ფოსტის საშუალებით ვაგზავნით ბარათებს ჩვენს პარტნიორებთან. ანლაოგიურად მუშაობენ პარტნიორი სკოლები და მას შემდეგ რაც მივიღებთ მათგან ბარათებს, ხდება მათი გაცნობა, შესწავლა,  ინფორმაციის ამოღება და ბოლოს პრეზენტაციის და გამოფენის გაკეთება.
საგანი
ინგლისური ენა
დონე/კლასი  
VI კლასი, საბაზო საფეხური
განხორციელების დროის ჩარჩო
ოთხი თვე, ოქტომბერი-იანვარი, 2014-2015 სასწავლო წელი                                                                                                                        
თემის საფუძვლები
შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები

მიმართულება: კითხვა
·         მოსწავლეს შეუძლია მცირე ზომის ტექსტების გაშიფრვა-წაკითხვა.
·          მოსწავლეს შეუძლია ილუსტრირებული ტექსტების გაგება და მათში ინფორმაციის მოძიება.
·         მოსწავლეს გამომუშავებული აქვს ტექსტზე მუშაობის საწყისი ჩვევები და სტრატეგიები.
მიმართულება: წერა
·         მოსწავლეს შეუძლია მარტივი წერითი კომუნიკაციის განხორციელება.
მიმართულება: ლაპარაკი
·          მოსწავლეს გამომუშავებული აქვს საბაზო ფონოლოგიური უნარ-ჩვევები.
·          მოსწავლეს შეუძლია ტექსტების ზეპირად თქმა და ლექსიკური ცოდნის გამოვლენა.
·          მოსწავლეს შეუძლია მარტივ ინტერაქციაში მონაწილეობა.
მიმართულება: სოციო-კულტურა და კულტურათა დიალოგი
·         მოსწავლეს შეუძლია ინფორმაციის ამოცნობა კულტურის სფეროდან, უცხო და მშობლიური სოციოკულტურული გარემოს ერთმანეთთან შედარება.
·                     დღესასწაულები და ტრადიციები: რამდენიმე დღესასწაული, მათი თავისებურებები, დეკორაციები, ტრადიციული კერძები, პერსონაჟები და სხვა;
·                     პურობა: კვების რეჟიმი, ინგლისური (ინგლისურენოვანი) მოზარდის ტიპური საუზმე, რამდენიმე ტიპური კერძის დასახელება და სხვა;
·                     მომსახურება: ტრანსპორტის სახეობები, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები;
თავისუფალი დრო/გართობა/დასვენება: რამდენიმე ტრადიციული საბავშვო თამაში და წესი.
 1. სამეტყველო ფუნქციები
·         სოციალური ურთიერთობები
·         ინფორმაციის გაცვლა
                                                                                                                                                                   
პროექტის სასწავლო მიზნები/სწავლის შედეგები
     ინგლისური ენის ცოდნის დონის გაღრმავება. წერის უნარების გაუმჯობესება. მოსწავლეები გამართავენ ყოველკვირეულ დისკუსიას პარტნიორი სკოლის პროექტის მონაწილე ბავშვებთან ონლაინ რეჟიმში. მოსწავლეები გააცნობენ პარტნიორებს საქართველოს კულტურას, ტრადიციებს, წარმოდგენას შეუქმნიან პარტნიორ თანატოლებს ქართველი მოსწავლეების ცხოვრებაზე. მოსწავლეები ასევე გაეცნობიან პარტნიორი ქვეყნების კულტურას, ტრადიციებს და თანატოლთა ცხოვრების წესს. მოსწავლეები იმუშავებენ ჯგუფურად და წყვილებში. დაამზადებენ ბარათებს და ფოსტის საშუალებით გაუგზავნიან პარტნიორ ქვეყნებს მსოფლიოს სხვადასხვა მხარეში.
     პროექტის დასრულების შემდეგ მოსწავლეები გავლენ მაღალ სააზროვნო უნარებზე. მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ ანალიზის, სინთეზისა და შეფასების უნარები. მოსწავლეები  ინგლისურ ენაზე დაწერენ ინფორმაციას, ლამაზად გააფორმებენ ბარათებს. გამოუმუშავდებათ კომუნიკაციის უნარ-ჩვევები ონლაინ რეჟიმში, ისწავლიან დისკუსიის გამართვას, ერთმანეთის მოსმენას და ერთმანეთის აზრის პატივისცემას. მოსწავლეები შეძლებენ  ფორუმში მუშაობას. ისწავლიან დღიურების წერას. მოსწავლეები ისწავლიან გამოფენის მოწყობას და ასევე პრეზენტაციის გაკეთებას. მოსწავლეები ისწავლიან ტექნოლოგიების გამოყენებას. 
მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები
ზოგადი კითხვა
  • რატომ არის საჭირო სამყაროს ცოდნა?
თემატური კითხვები
  • რატომ არის საჭირო სხვა ქვეყნების კულტურის ცოდნა?
  • დაეხმარება თუ არა ადამიანს სხვა ქვეყნის კულტურის ცოდნა ცოდნის გაღრმავებაში?

შინაარსობრივი კითხვები
  • რა ტრადიციების მატარებლები არიან ჩემი თანატოლები პარტნიორ სკოლებში?
  • რა ღირსშესანიშნაობებია ჩემს პარტნიორ ქვეყნებში?






შეფასების გეგმა
შეფასების დროის ჩარჩო

პროექტზე მუშაობის  დაწყებამდე
მოსწავლეები მუშაობენ პროექტებზე და ასრულებენ დავალებებს
პროექტზე მუშაობის  დასრულების შემდეგ









·    შეკითხვების დასმა
·    ვიცი/მინდა ვიცოდე/ვისწავლე
·    დღიურები
·   შეკითხვების დასმა
·   მოკლე ჩანაწერები
·   უკუკავშირის ფორმა
·  პრეზენტაციის რუბრიკა
·  ბლოგის, ან ამბის რუბრიკა
·  ვიკის კატალოგი
·     შეკითხვების დასმა
·    ბლოგის, ან მოთხრობის რუბრიკა
·    პრეზენტაციის რუბრიკა
·    დღიურები
შეფასების/შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი
შეკითხვების დასმა ხდება მთელი პროექტის განმავლობაში, რომ შემოწმდეს მოსწავლის  აზროვნება და  მიეცეს ანალიზის შესაძლებლობა. მოკლე ჩანაწერები ხელს უწყობს მასწავლებელს, თვალი მიადევნოს თითოეული მოსწავლის საჭიროებებს. ჩანაწერები, ასევე, საშუალებას მოგცემთ განსაზღვროთ,  რამდენად კარგად  ესმით მოსწავლეებს გარკვეული ცნებები და  გამოიყენოთ გაუგებარი ცნებების ხელმეორედ შესწავლისთვის. პრეზენტაციის რუბრიკას მოსწავლეები იყენებენ მასწავლებლის შეფასებამდე საკუთარი პრეზენტაციების შესაფასებლად. ბლოგი, ან რუბრიკა წარმოგვიდგენს ნაშრომების შემოწმების  კრიტერიუმს სხვადასხვა გადმოსახედიდან; მათ მოსწავლეები იყენებენ წერის დროს  საბოლოო პროდუქტის შეფასებისას. როდესაც მოსწავლეები  ასრულებენ მონახაზს, თანატოლთა უკუკავშირის ფორმა გამოიყენება ერთმანეთისთვის   უკუკავშირის მისაცემად და საბოლოო შედეგის შესასწორებლად. მოსწავლეები  იყენებენ  ვიკის კრიტერიუმების ჩამონათვალს, რომ დაგეგმონ და შეამოწმონ თავიანთი პროგრესი ვიკის შექმნის პროცესში. დღიურებიდან მოსწავლეების  პასუხები ზოგად შეკითხვაზე  გვაწვდიან ინფორმაციას,   როგორ დააკავშირეს ნაშრომები პროექტის ფართო მნიშვნელობის საკითხებთან.
სხვა საკითხები
საბაზისო უნარ-ჩვევები
მოსწავლეებს უნდა შეეძლოთ ინგლისურ ენაზე  წარადგინონ საკუთარი თავი, დაწერონ მოკლე ინფორმაცია საქართველოში საახალწლო და საშობაო ტრადიციების და საშობაო კერძების შესახებ,  მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ შეეძლოთ ინტერნეტის გამოყენება, რათა მონაწილეობა მიიღონ მოსწავლეთა ფორუმებში.
   სასწავლო პროცედურები
                                                             პროექტის მსვლელობა:
მასწვლებელი გააცნობს მოსწავლეებს პროექტის მიზნებსა და ამოცანებს.ესაუბრებათ რა საგებელი ექნებათ პროექტიდან;
მასწავლებელი დაარეგისტრირებს სკოლას სადღესასწაულო ბარათების პროექტში;
კვირაში ერთხელ  პროექტის მონაწილე ბავშვები შეიკრიბებიან და ისაუბრებენ როგორი ბარათის გაკეთებას აპირებენ. მასწავლებელი აუხსნის მოსწავლეებს რომ მათი საქმიანობა პროექტის შეფასების რუბრიკის გამოყენებით შეფასდება.
მოსწავლეები მოიფიქრებენ რა ინფორმაცია უნდა გაუგზავნონ პარტნიორი სკოლების მოსწავლეებს. ინფორმაციის შეგროვების შემდეგ, რომლის გაგზავნასაც ისინი აპირებენ, მასწავლებელი გადახედავს მოსწავლეთა ნამუშვრებს და საჭიროების შემთხვევაში მისცემს რჩევებსა და მითითებებს.
მოსწავლეები საკუთარი ხელით შექმნიან ბარათებს, ჩაწერენ საჭირო ინფორმაციას ინგლისურ ენაზე.
როდესაც ყველა ბარათი მზად იქნება, მოხდება მათი პრეზენტაცია ჯგუფში.
მასწავლებელი დაუკავშირდება ფოსტას და სთხოვს ანგარიშს რა თანხა დაჯდება მითითებულ ქვეყნებში ბარათების გაგზავნა.
მას შემდეგ რაც თანხა გარკვეული იქნება, პროექტის მონაწილე ბავშვები თხოვნით მიმართავენ სკოლის დირექციას გამოგვიყონ თანხა სკოლის ბიუჯეტიდან ბარათების გაგზავნის მიზნით;
თანხმობის მიღების შემთხვევაში კვლავ ვუკავშირდებით ფოსტას ყვარელში და ვაგზავნით ბარათებს.
ბარათები უნდა გაიგზავნოს 1 დეკემბრამდე.  
10 დეკემბრიდან 15 იანვრამდე ვართ მოლოდინის რეჟიმში.
დეკემბრის ბოლოს და იანვრის დასაწყისში უკვე მივიღებთ ბარათებს პარტნიორი სკოლებიდან.
ვიკრიბებით ისევ და განვიხილავთ თვითეული ქვეყნის ბარათს.
ვასრულებთ სქემას ვიცი/მინდა ვიცოდე/გავიგე.
ამის შემდეგ მოსწავლეები  ინტერესის მიხედვით ინაწილებენ საკითხებს პრეზენტაციისათვის. ორი მოსწავლე ისაუბრებს პარტნიორი ქვეყნების დღესასწაულებზე, ზოგი ისაუბრებს ღირსშესანიშნავ ადგილებზე, სხვები ისაუბრებენ პარტნიორ ქვეყნებში გავრცელებულ სახელებსა და გვარებზე, და ასე შემდეგ, რის საშუალებასაც ბარათები მოგვცემს.
მოვიწვევთ სკოლის მასწავლებლებს, მშობლებს,სხვა კლასის მოსწავლეებს და გავაკეთებთ პრეზენტაციას.
ამის შემდეგ გავაკეთებთ გამოფენას ინგლისური ენის კაბინეტის წინ, რათა სკოლაში ყველა ბავშვს ჰქონდეს საშუალება გაეცნოს ბარათებს.
გამოვუშვებთ კედლის გაზეთს და პროექტში მონაწილე ბავშვები ან სხვა მოხალისეები დაწერენ შთაბეჭდილებებს პროექტის ირგვლივ. მოსწავლეები მოახდენენ თვითშეფასებას.
პროექტი საბოლოოდ დასრულდება 31 იანვარს.



დიფერენცირებული სწავლება

სპეციალური საჭიროებები
·         შექმენით მოდიფიკაციები მოსწავლის IEP-ში (ინდივიდუალურ სასწავლო გეგმაში);
·         გამოიყენეთ ჯგუფური მუშაობის ტექნიკა;
·         უზრუნველყავით მოსწავლეები სხვადასხვა ნაწერითა და ზეპირი ინსტრუქციებით;
·         იმუშავეთ მშობელთან, ან  მასწავლებლის თანაშემწესთან დამატებითი დახმარებისთვის;
·         გამოიყენეთ მასწავლებლის მიერ შექმნილი ნიმუშები მოსწავლეების მუშაობის წარმართვისთვის;
·         გამოიყენეთ დადებითი უკუკავშირი თითოეული დავალების შესრულების შემდეგ.

მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეები
·         იმუშავეთ ინგლისური ენის მასწავლებელთან, მოსწავლის მშობლიურ და ინგლისურ ენებზე ტერმინების ლექსიკონის შესადგენად, რაც ხელს შეუწყობს მოსწავლის ლექსიკური მარაგის გამდიდრებას.
·         მოსწავლეებს საშუალება მიეცით, ბარათში ჩასაწერი მონაცემები ინგლისურის მასწავლებელს გადასცენ გადასამოწმებლად და შესაფასებლად.
·         საკლასო მუშაობისას დააწყვილეთ სხვა მოსწავლესთან, ენობრივი დატვირთვის საჭიროებების გათვალისწინებით. (მაგალითად, ბარათებში ჩანაწერების გაკეთებისას)
·         მიიღეთ მოსწავლის მშობლიურ ენაზე შესრულებული დავალებები შემდგომი თარგმნისთვის.
·         ისარგებლეთ სკოლის სხვა მოსწავლეების დახმარებით, რომლეთა ინგლისურის ცოდნის მაჩვენებელი შედარებით მაღალია.
·         შეამცირეთ დავალებები, ან მეტი დრო დაუთმეთ მათ შესრულებას.
სასწავლო თემისთვის საჭირო მასალები


ტექნოლოგიატექნიკა (მონიშნეთ პროექტისათვის  საჭირო ტექნოლოგიური უზრუნველყოფა)

 ფოტოკამერა
 კომპიუტერი (ები)
 ციფრული კამერა
 DVD ფლეიერი
 ინტერნეტკავშირი
 ლაზერული დისკი
 საბეჭდი მანქანა/პრინტერი
 პროექტორი
 სკანერი
 ტელევიზორი
 VCR, ვიდეო
 ვიდეოკამერა
 ვიდეო საკონფერენციო აღჭურვილობა.
 სხვა      
ტექნოლოგია – პროგრამული უზრუნველყოფა (მონიშნეთ პროექტის ფარგლებში გამოყენებული პროგრამა/პროგრამები )
 მონაცემთა ბაზა/ცხრილები
 საგამომცემლო პროგრამები
 ელფოსტის პროგრამა
 ენციკლოპედია კომპაქტდისკზე
 ფოტო/სურათების დამუშავება
 ინტერნეტძიება
 მულტიმედია
 ვებგვერდის შექმნა
 ვორდის პროგრამა
 სხვა      


ბეჭდვითი მასალები
სახელმძღვანელოები, სასწავლო გზამკვლევები, მოთხრობები, ლაბორატორიის სახელმძღვანელოები, ბიბლიოგრაფიული მასალები და ა.შ.
ინვენტარი/მასალები
ქაღალდი, ფლომასტერები, კალმები, ფერადი ფურცლები, კომპიუტერი, პროექტორი, ინტერნეტი, გიფრული ფოტოაპარატი/ტელეფონი.
ინტერნეტრესურსები
Collaborate.iearn.com/google.com/youtube.com
სხვა რესურსები
საველე ვიზიტები, მოწვეული სტუმრები, მოსწავლეები სხვა ჯგუფებიდან, ადგილობრივი თემის/საზოგადოების წარმომადგენლები, მშობლები და ა.შ.


მიმდინარე პროექტის მონაწილე ბავშვები არიან:
მარიამ გიორგაშვილი, ხატია ბეგაშვილი, ხატია ბუთიაშვილი, სალომე ბაზანაშვილი, ელენე ბეგაშვილი, რუსუდან თათრიშვილი, ეთერი ხუციშვილი, თათია თადიაშვილი, მარიამ რევაზიშვილი.
პარტნიორი ქვეყნები, რომლებიც ჯუდი ბარმა შეარჩია ჩვენთვის, არიან: აშშ, ფილადელფია, Talking Stick Learning Centre, რუსეთი, ბეიმეკის #2 საშუალო სკოლა, ბელარუსია,ბორისოვის #3 გიმნაზია და ტვერის # 3 გიმნაზია, სლოვენია, გროზუპლიეს დაწყებითი სკოლა, ტაივანი, კაოსიუნგი, ნენზი სენიორ ჰაი სქულ, და ნიუ ტაიპეი, საო ჩი ჯუნიორ ჰაი სქულ.
მოსწავლეებმა შეაგროვეს ინფორმაცია საქართველოს სადღესასწაულო ტრადიციებზე, ტრადიციულ კერძებზე, საკუთარი ოჯახის ტრადიციებზე და დაამზადეს ბარათები პარტნიორ ქვეყნებთან გასაგზავნად.
ბარათებზე მუშაობის პროცესი

ხატია, თათია და მარიამი ბარათებს ამზადებენ.

კონვერტები მზადაა გასაგზავნად.












განვიხილეთ ეს ბართები და გავაგზავნეთ. შემდეგ ლოდინი. აი, დადგა დრო. მივიღეთ ბარათები ტაივანიდან, შემდეგ სლოვენიიდან, ბელარუსიიდან, რუსეთიდან, აშშ-დან.
ჩვენს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. კონვერტებს ყოველთვის ბავშვებთან ერთად ვხსნი. ერთად ვხალისობთ. ზოგი ბარათი ძალიან ლამაზია, ზოგი ინფორმატიული, ზოგი-ორივე ერთად, ზოგში მარტო მილოცვაა. ერთი სიტყვით, სრული მრავალფეროვნება. აქ იწყება ჩვენი მუშაობის ახალი ფაზა. ვკითხულობთ თვითეულ ბარათს, ვახარისხებთ ინფორმატიულობის მიხედვით. ვანაწილებთ თემებად. მოსწავლეები ირჩევენ მათთვის სასურველ თემას და ვემზადებით პრეზენტაციისათვის.. წელს ასე დავანაწილეთ:

  • ზოგადი მიმოხილვა, IEARN გაცნობა, მიზნები და ამოცანები, სასურველი შედეგები-მე, მზია გაგნიძე, როგორც პროექტის ხელმძღვანელი;
  • რუსუდან თათრიშვილი-სადღესასწაულო ბარათები;
  • სალომე ბაზანაშვილი- ტაივანი
  • მარიამ გიორგაშვილი-Talking Stick Learning Centre
  • ხატია ბეგაშვილი-სლოვენია
  • ელენე ბეგაშვილი-სადღესასწაულო კერძები
პრეზენტაცია შედგა 31 იანვარს, 2015. პრეზენტაციას ესწრებოდა სკოლის დირექცია (დირექტორი, მოადგილე, ბუღალტერი), რამოდენიმე მასწავლებელი, მშობელი და VI კლასის მოსწავლეები. თვითეულმა მოსწავლემ კარგად განახორციელა თავისი მისია. დააინტერესა მსმენელი და დიდი მოწონებაც დაიმსახურეს.
შემდეგი ეტაპი: გამოფენა
გამოფენა მოეწყო ინგლისური ენის კალიდორში. გაგრძელდა ორი თვე. დაათვალიერეს გავაზის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და სკოლის სტუმრებმა სხვადასხვა დროს.
ბოლო ეტაპი: შეიქმნა ბლოგი

http://mziagagnidze.blogspot.com/