Sunday, July 6, 2014

სასწავლო პროექტი "ჩემი სოფელი"

1. პროექტის სახელწოდება: ჩემი სოფელი
2. პროექტის მთავარი იდეა: მოვიძიოთ ინფორმაცია მშობლიური სოფლის შესახებ და მსოფლიოს გავაცნოთ ჩვენი სოფელი.
3. პროექტის აქტუალობა: ვინაიდან ძალიან მწირი ინფორმაციაა ინტერნეტში ჩემი სოფლის შესახებ, გვინდა საზოგადოებამ მეტი იცოდეს და გაიცნოს სოფელი გავაზი, როგორც გლობალური სამყაროს ნაწილი.
4. პროექტის მიზნები: მოსწავლეებმა მოიძიონ ინფორმაცია მშობლიური სოფლის წარსულისა და აწმყოს შესახებ, გააცნონ ფართო საზოგადოებას, შეადგინონ საყვარელი მარშრუტები, გადაიღონ სურათები, დახატონ და მოძიებული ინფორმაცია განათავსონ ინტერნეტში.
5. მონაწილეთა ასაკი: 14-15 წელი
6. ვადები/ხანგრძლივობა: ნოემბერი (ერთი თვე)
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას: ბავშვებმა შეიძლება გააკეთონ ალბომი, ბუკლეტი,ვებ-გვერდი, ბლოგი, ელექტრონული ჟურნალი, გააკეთონ ჩანახატები, შეადგინონ ცხრილები, დაწერონ ესეები.
8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: ციფრული ფოტოაპარატი ან ტელეფონი, კომპიუტერი, ინტერნეტი, პროექტორი, დამხმარე ლიტერატურა (მსოფლიო ენციკლოპედია), რვეული, კალამი, ფანქარი.
9. პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები): დამხმარე ლიტერატურის მოძიება,დისკუსიის გამართვა, კითხვარის შედგენა, მასალის მოძიება ინტერნეტის საშუალებით, ინტერვიუების აღება სოფლის მაცხოვრებლებისგან, მნიშვნელოვანი ადგილების დალაშქვრა ინფორმაციის მისაღებად და სურათების გადასაღებად, მოძიებული მასალის ანალიზი, პრეზენტაცია, ელ.ვერსიის შედგენა, სკოლაში გამოფენის მოწყობა.
10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ისტორია: მოიძიონ ინფორმაცია სოფლის ისტორიაზე, განსზღვრონ მშობლიური კუთხის ადგილი მსოფლიო ისტორიასა და გეოგრაფიულ პროცესებში. ეს ხელს შეუწყობს მოსწავლეებში სამოქალაქო ღირებულებების გამომუშავებას და ჩამოყალიბებას, მათ აღზრდას პატრიოტ და ჰუმანურ ადამიანებად. 
გეოგრაფია: რუკის გაკეთება, ადგილმდებარეობის განსაზღვრა.
მათემატიკა: მანძილების გამოანგარიშებით მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ და განუვითარდებათ ანალიტიკური, ლოგიკური, სიმბოლური აზროვნება და კვლევის უნარ-ჩვევები.
ხელოვნება: შექმნან ნახატები, რომელიც დაეხმარება მოსწავლეებს ხელოვნების ნიმუშების აღქმაში, შეფასებისა და შექმნის უნარების განვითარებაში.
ტექნოლოგიები: ხელი შეუწყოს მოსწავლეებს მედია და ციფრული წიგნიერების დონის ამაღლებაში, ტექნოლოგიების გამოყენების აუცილებელი უნარ-ცვევების განვითარებაში.
ბიოლოგია: გაეცნონ მშობლიური სოფლის ფლორასა და ფაუნას, რაც საშუალებას მისცემს მოსწავლეებს შეიცნონ სამყარო, განუვითაროს მოსწავლეებს კვლევის უნარ-ჩვევები, იგრძნოს პასუხისმგებლობა გარემოს მიმართ.
უცხო ენა: მოსწავლეებმა შეძლონ მოძიებული მასალის წერილობით და ზეპირი ფორმით გადმოცემა, რაც ხელს შეუწყობს მოსწავლეებს შეძენილი ცოდნის პრაქტიკულად გამოყენებაში.
11. პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): მზია გაგნიძე
12. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: mziagagnidze120@gmail.com
13. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: http://mziagagnidze.blogspot.com/

გავაზის ცენტრალური გზა