მასწავლებელთა საერთაშორისო კონფერენცია

2015 წლის 7-8 ივლისს მოლდოვას დედაქალაქ კიშინიოვში ჩატარდა i-ENGAGE International Teacher Conference. კონფერენციის ორგანიზატორი და სულისჩამდგმელი იყო დანიელა მუნკა აფტანიევ, აშშ-ს საკონსულოს წარმომადგენელი და ოლგა მოროზანი, IEARN-ის კოორდინატორი მოლდოვაში. კონფერენციის მიზანი იყო 35 მოლდოველ მასწავლებელს მიეღოთ ინფორმაცია IEARN-ის პროექტების განხორციელების და სასწავლო პროცესში მათი დანერგვის შესახებ უკვე გამოცდილი პედაგოგებისგან საქართველოდან, ბელორუსიიდან და უკრაინიდან. ამ ლინკზე თქვენ ნახავთ ყველა მონაწილის საქმიანობას. http://iengagemoldova.weebly.com/collaboration საქართველოს დელეგაციას წარმოადგენდა პავლე თვალიაშვილი, IEARN-ის კოორდინატორი საქართველოში, მზია გაგნიძე, გავაზის საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი და მაია ტყემალაძე, საჩხერის საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი.
   2015 წლის 7-8 ივლისს მოლდოვას დედაქალაქ კიშინიოვში ჩატარდა i-ENGAGE International Teacher Conference. კონფერენციის ორგანიზატორი და სულისჩამდგმელი იყო დანიელა მუნკა აფტანიევ, აშშ-ს საკონსულოს წარმომადგენელი და ოლგა მოროზანი, IEARN-ის კოორდინატორი მოლდოვაში.
 ამ ლინკზე თქვენ ნახავთ ყველა მონაწილის საქმიანობას.  http://iengagemoldova.weebly.com/collaboration
 საქართველოს დელეგაციას წარმოადგენდა პავლე თვალიაშვილი, IEARN-ის კოორდინატორი საქართველოში,  მზია გაგნიძე, გავაზის საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი და მაია ტყემალაძე, საჩხერის საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი.

პავლე თვალიაშვილი ეცნობა კონფერენციის მონაწილეებს

დღე პირველი: კონფერენცია ჩატარდა ჰასდეუს საჯარო ბიბლიოთეკის სააქტო დარბაზში. პირველი დღის პირველი ნახევარი დაეთმო გაცნობას, აიერნის კოორდინატორების მოხსენებებს თვითეულ ქვეყანაში ამ ორგანიზაციის მუშაობის თაობაზე.  
მოლდოველ მასწავლებლებს პირველ დღეს სერთიფიკატები გადასცეს

ჩვენი მსმენელები
დღის მეორე ნახევარში თვითეული ქვეყნის მასწავლებლებმა გაუზიარეს გამოცდილება მოლდოველ გამოუცდელ მასწავლებლებს პროექტებზე მუშაობის თაობაზე. მე პირადად ვისაუბრე ჩემს მიერ განხორციელებულ აიერნის პროექტებზე, კერძოდ: „ჩემი სახელი მსოფლიოში“, „სადღესასწაულო ბარათების გაცვლა“ და „მოლაპარაკე ფრანები“. იმისათვის რომ უფრო დამაჯერებელი ყოფილიყო ჩემი საქმიანობა და მეტი ინტერესი გამომეწვია მოლდოველ მასწავლებლებში, მე მათ ვაჩვენე პარტნიორი ქვეყნებიდან მიღებული და ასევე ჩემი მოსწავლეების მიერ დამზადებული რამოდენიმე სადღესასწაულო ბარათი. 




ვფიქრობ, ჩემმა გამოსვლამ მსმენელთა 
ინტერესი გამოიწვია, რასაც მოწმობდა მათი დაინტერესებული სახეები, შესვენების დროს რამოდენიმე მასწავლებელი გამოეყო მსმენელთა ჯგუფს და შეკითვები დამისვა, როგორ ვმუშაობდი და რა სირთულეებს ვაწყდებოდი მუშაობის დროს. მე მათ დახმარება შევთავაზე ონლაინ რეჟიმით, თუკი ისინი მომავალში საჭიროდ ჩათვლიან.


დღე მეორე: კონფერენცია გაიმართა მეცნირებათა აკადემიის ლიცეუმის შენობაში, სადაც მონაწილეობდნენ აშშ-ს საკონსულოს წარმომადგენლები, გამოცდილი მოლდოველი მასწავლებლები, რომლებსაც პროექტებზე მუშაობის გამოცდილება ჰქონდათ და გაგვაცნეს მათ მიერ განხორციელებული პროექტები სხვადასხვა სფეროში. დღის მეორე ნახევარში ისევ უცხოელმა განმანათლებლებმა საქართველოდან, უკრაინიდან და ბელორუსიიდან მოლდოველ  გამოცდილ მასწავლებლებს გავაცანით ჩვენს მიერ განხორციელებული პროექტები. სურათები  



კონფერენციის მონაწილე მოლდოველ მასწავლებლებს გადაეცათ  სერთიფიკატები.
კონფერენცია იყო ძალიან საინტერესო.  სასარგებლო და საჭირო თანამშრომლობა შედგა  სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილ მასწავლებლებთან . გავიცანი უცხოელი კოლეგები, ბევრი რამ გავიგეთ ერთმანეთის საქმიანობის შესახებ, ერთმანეთს გავუზიარეთ გამოცდილებები, ვისაუბრეთ საგანმანათლებლო სისტემაზე ჩვენს ქვეყნებში, ვასწავლეთ და დავაინტერესეთ მოლდოველი მასწავლებლები პროექტების განხორციელებით და მათი დანერგვით სასწავლო პროცესში, რაც ხელს უწყობს მოსწავლეთა მოტივაციის გაზრდას, ტექნოლოგიების დანერგვასა და გამოყენებას სასწავლო პროცესში. მე პირადად დავინტერესდი ვოკის და ახალგაზრდა ხმების (Adobe youth voices) პროგრამებით. მომავალში მე ვითანამშრომლებ ბელარუს მასწავლებლებთან ონლაინ რეჟიმში და ერთად განვახორციელებთ IEARN-ის პროექტებს. კონფერენციაში მონაწილეობამ სტიმული მომცა კიდევ უფრო გავაფართოვო ჩემი პროექტების რაოდენობა და აქტიურად ჩავაბა უფრო მეტი მოსწავლე. როგორც კი სასწავლო წელი დაიწყება, მე ვგეგმავ შევკრიბო ჩემი კოლეგები, გავუზიარო კონფერენციის შთაბეჭდილებები, დავათვალიერებინო სურათები, გავაცნო მოლდოველი მასწავლებლების მზაობა და ინტერესი IEARN-ის პროექტების განხორციელების საქმეში. იმედი მაქვს, ჩემი სკოლის მასწავლებლები დაინტერესდებიან.
კონფერენციის შესახებ მეტი ინფორმაცია მოცემულია შემდეგ გვერდზე: http://iengagemoldova.weebly.com/. ვამაყობ, რომ ვიყავი ამ მეტად საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვანი კონფერენციის მონაწილე და აქტიური წევრი საქართველოს დელეგაციიდან.


                                         

No comments:

Post a Comment