პროექტები

          საშობაო ბარათების გაცვლა

                     პროექტის გეგმა

სასწავლო თემის ავტორი
სახელი და გვარი
მზია გაგნიძე
რაიონი
ყვარელი
სკოლა
გავაზის საჯარო სკოლა
ქალაქი

თემის  მონახაზი
თემის  დასახელება
     სადღესასწაულო ბარათების გაცვლა                                                                                                                                                                                                                                                    
თემის შინაარსი
     სადღესასწაულო ბარათების გაცვლა არის საერთაშორისო საგანმანათლებლო ქსელის IEARN პროექტი. პროექტის ფასილიტატორი დარეგისტრირებულ სკოლებს აჯგუფებს. თვითეულ ჯგუფში არის რვა ქვეყნის სკოლა. იქმნება სადისკუსიო ჯგუფები მასწავლებლებისა და მოსწავლეებისათვის, სადაც ონლინ რეჟიმში ხდება დისკუსიის გამართვა, მოსწავლეები და მასწავლებლები ერთმანეთს ეცნობიან, უგზავნიან სკოლისა და რაიონის სურათებს.უზიარებენ ერთმანეთს ქვეყნის დღესასწაულებზე, რას ჭამენ, როგორი ამინდია, ოჯახებში იციან თუ არა საჩუქრების გაცვლა, როდის ხდება ეს, დადიან თუ არა ეკლესიაში/მეჩეთში/შეხვედრების დარბაზებში, რა დროს ხდება ეს, დილით თუ შუაღამისას. მოსწავლეები გამართავენ დისკუსიას თავიანთ საყვარელ საგნებზე, და-ძმის რაოდენობაზე ოჯახში, საყვარელი ცხოველების სახელებს, საყვარელი დღესასწაული ქვეყანაში, სკოლის აღწერა, ქვეყანაში საყვარელი ადგილი რომელსაც აჩვენებ პარტნიორს თუ ჩამოვა სტუმრად. პროექტის მონაწილე ბავშვები ამზადებენ საშობაო ბარათებს,  მოკლე ინფორმაციით მითითებულ თემებზე. ამის შემდეგ საქართველოს ფოსტის საშუალებით ვაგზავნით ბარათებს ჩვენს პარტნიორებთან. ანლაოგიურად მუშაობენ პარტნიორი სკოლები და მას შემდეგ რაც მივიღებთ მათგან ბარათებს, ხდება მათი გაცნობა, შესწავლა,  ინფორმაციის ამოღება და ბოლოს პრეზენტაციის და გამოფენის გაკეთება.
საგანი
ინგლისური ენა
დონე/კლასი  
VI კლასი, საბაზო საფეხური
განხორციელების დროის ჩარჩო
ოთხი თვე, ოქტომბერი-იანვარი                                                                                                                     
თემის საფუძვლები
შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები

მიმართულება: კითხვა
·         მოსწავლეს შეუძლია მცირე ზომის ტექსტების გაშიფრვა-წაკითხვა.
·          მოსწავლეს შეუძლია ილუსტრირებული ტექსტების გაგება და მათში ინფორმაციის მოძიება.
·         მოსწავლეს გამომუშავებული აქვს ტექსტზე მუშაობის საწყისი ჩვევები და სტრატეგიები.
მიმართულება: წერა
·         მოსწავლეს შეუძლია მარტივი წერითი კომუნიკაციის განხორციელება.
მიმართულება: ლაპარაკი
·          მოსწავლეს გამომუშავებული აქვს საბაზო ფონოლოგიური უნარ-ჩვევები.
·          მოსწავლეს შეუძლია ტექსტების ზეპირად თქმა და ლექსიკური ცოდნის გამოვლენა.
·          მოსწავლეს შეუძლია მარტივ ინტერაქციაში მონაწილეობა.
მიმართულება: სოციო-კულტურა და კულტურათა დიალოგი
·         მოსწავლეს შეუძლია ინფორმაციის ამოცნობა კულტურის სფეროდან, უცხო და მშობლიური სოციოკულტურული გარემოს ერთმანეთთან შედარება.
·                     დღესასწაულები და ტრადიციები: რამდენიმე დღესასწაული, მათი თავისებურებები, დეკორაციები, ტრადიციული კერძები, პერსონაჟები და სხვა;
·                     პურობა: კვების რეჟიმი, ინგლისური (ინგლისურენოვანი) მოზარდის ტიპური საუზმე, რამდენიმე ტიპური კერძის დასახელება და სხვა;
·                     მომსახურება: ტრანსპორტის სახეობები, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები;
თავისუფალი დრო/გართობა/დასვენება: რამდენიმე ტრადიციული საბავშვო თამაში და წესი.
 1. სამეტყველო ფუნქციები
·         სოციალური ურთიერთობები
·         ინფორმაციის გაცვლა
                                                                                                                                                                   
პროექტის სასწავლო მიზნები/სწავლის შედეგები
     ინგლისური ენის ცოდნის დონის გაღრმავება. წერის უნარების გაუმჯობესება. მოსწავლეები გამართავენ ყოველკვირეულ დისკუსიას პარტნიორი სკოლის პროექტის მონაწილე ბავშვებთან ონლაინ რეჟიმში. მოსწავლეები გააცნობენ პარტნიორებს საქართველოს კულტურას, ტრადიციებს, წარმოდგენას შეუქმნიან პარტნიორ თანატოლებს ქართველი მოსწავლეების ცხოვრებაზე. მოსწავლეები ასევე გაეცნობიან პარტნიორი ქვეყნების კულტურას, ტრადიციებს და თანატოლთა ცხოვრების წესს. მოსწავლეები იმუშავებენ ჯგუფურად და წყვილებში. დაამზადებენ ბარათებს და ფოსტის საშუალებით გაუგზავნიან პარტნიორ ქვეყნებს მსოფლიოს სხვადასხვა მხარეში.
     პროექტის დასრულების შემდეგ მოსწავლეები გავლენ მაღალ სააზროვნო უნარებზე. მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ ანალიზის, სინთეზისა და შეფასების უნარები. მოსწავლეები  ინგლისურ ენაზე დაწერენ ინფორმაციას, ლამაზად გააფორმებენ ბარათებს. გამოუმუშავდებათ კომუნიკაციის უნარ-ჩვევები ონლაინ რეჟიმში, ისწავლიან დისკუსიის გამართვას, ერთმანეთის მოსმენას და ერთმანეთის აზრის პატივისცემას. მოსწავლეები შეძლებენ  ფორუმში მუშაობას. ისწავლიან დღიურების წერას. მოსწავლეები ისწავლიან გამოფენის მოწყობას და ასევე პრეზენტაციის გაკეთებას. მოსწავლეები ისწავლიან ტექნოლოგიების გამოყენებას. 
მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები
ზოგადი კითხვა
  • რატომ არის საჭირო სამყაროს ცოდნა?
თემატური კითხვები
  • რატომ არის საჭირო სხვა ქვეყნების კულტურის ცოდნა?
  • დაეხმარება თუ არა ადამიანს სხვა ქვეყნის კულტურის ცოდნა ცოდნის გაღრმავებაში?

შინაარსობრივი კითხვები
  • რა ტრადიციების მატარებლები არიან ჩემი თანატოლები პარტნიორ სკოლებში?
  • რა ღირსშესანიშნაობებია ჩემს პარტნიორ ქვეყნებში?






შეფასების გეგმა
შეფასების დროის ჩარჩო

პროექტზე მუშაობის  დაწყებამდე
მოსწავლეები მუშაობენ პროექტებზე და ასრულებენ დავალებებს
პროექტზე მუშაობის  დასრულების შემდეგ









·    შეკითხვების დასმა
·    ვიცი/მინდა ვიცოდე/ვისწავლე
·    დღიურები
·   შეკითხვების დასმა
·   მოკლე ჩანაწერები
·   უკუკავშირის ფორმა
·  პრეზენტაციის რუბრიკა
·  ბლოგის, ან ამბის რუბრიკა
·  ვიკის კატალოგი
·     შეკითხვების დასმა
·    ბლოგის, ან მოთხრობის რუბრიკა
·    პრეზენტაციის რუბრიკა
·    დღიურები
შეფასების/შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი
შეკითხვების დასმა ხდება მთელი პროექტის განმავლობაში, რომ შემოწმდეს მოსწავლის  აზროვნება და  მიეცეს ანალიზის შესაძლებლობა. მოკლე ჩანაწერები ხელს უწყობს მასწავლებელს, თვალი მიადევნოს თითოეული მოსწავლის საჭიროებებს. ჩანაწერები, ასევე, საშუალებას მოგცემთ განსაზღვროთ,  რამდენად კარგად  ესმით მოსწავლეებს გარკვეული ცნებები და  გამოიყენოთ გაუგებარი ცნებების ხელმეორედ შესწავლისთვის. პრეზენტაციის რუბრიკას მოსწავლეები იყენებენ მასწავლებლის შეფასებამდე საკუთარი პრეზენტაციების შესაფასებლად. ბლოგი, ან რუბრიკა წარმოგვიდგენს ნაშრომების შემოწმების  კრიტერიუმს სხვადასხვა გადმოსახედიდან; მათ მოსწავლეები იყენებენ წერის დროს  საბოლოო პროდუქტის შეფასებისას. როდესაც მოსწავლეები  ასრულებენ მონახაზს, თანატოლთა უკუკავშირის ფორმა გამოიყენება ერთმანეთისთვის   უკუკავშირის მისაცემად და საბოლოო შედეგის შესასწორებლად. მოსწავლეები  იყენებენ  ვიკის კრიტერიუმების ჩამონათვალს, რომ დაგეგმონ და შეამოწმონ თავიანთი პროგრესი ვიკის შექმნის პროცესში. დღიურებიდან მოსწავლეების  პასუხები ზოგად შეკითხვაზე  გვაწვდიან ინფორმაციას,   როგორ დააკავშირეს ნაშრომები პროექტის ფართო მნიშვნელობის საკითხებთან.
სხვა საკითხები
საბაზისო უნარ-ჩვევები
მოსწავლეებს უნდა შეეძლოთ ინგლისურ ენაზე  წარადგინონ საკუთარი თავი, დაწერონ მოკლე ინფორმაცია საქართველოში საახალწლო და საშობაო ტრადიციების და საშობაო კერძების შესახებ,  მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ შეეძლოთ ინტერნეტის გამოყენება, რათა მონაწილეობა მიიღონ მოსწავლეთა ფორუმებში.
   სასწავლო პროცედურები
                                                             პროექტის მსვლელობა:
მასწვლებელი გააცნობს მოსწავლეებს პროექტის მიზნებსა და ამოცანებს.ესაუბრებათ რა საგებელი ექნებათ პროექტიდან;
მასწავლებელი დაარეგისტრირებს სკოლას სადღესასწაულო ბარათების პროექტში;
კვირაში ერთხელ  პროექტის მონაწილე ბავშვები შეიკრიბებიან და ისაუბრებენ როგორი ბარათის გაკეთებას აპირებენ. მასწავლებელი აუხსნის მოსწავლეებს რომ მათი საქმიანობა პროექტის შეფასების რუბრიკის გამოყენებით შეფასდება.
მოსწავლეები მოიფიქრებენ რა ინფორმაცია უნდა გაუგზავნონ პარტნიორი სკოლების მოსწავლეებს. ინფორმაციის შეგროვების შემდეგ, რომლის გაგზავნასაც ისინი აპირებენ, მასწავლებელი გადახედავს მოსწავლეთა ნამუშვრებს და საჭიროების შემთხვევაში მისცემს რჩევებსა და მითითებებს.
მოსწავლეები საკუთარი ხელით შექმნიან ბარათებს, ჩაწერენ საჭირო ინფორმაციას ინგლისურ ენაზე.
როდესაც ყველა ბარათი მზად იქნება, მოხდება მათი პრეზენტაცია ჯგუფში.
მასწავლებელი დაუკავშირდება ფოსტას და სთხოვს ანგარიშს რა თანხა დაჯდება მითითებულ ქვეყნებში ბარათების გაგზავნა.
მას შემდეგ რაც თანხა გარკვეული იქნება, პროექტის მონაწილე ბავშვები თხოვნით მიმართავენ სკოლის დირექციას გამოგვიყონ თანხა სკოლის ბიუჯეტიდან ბარათების გაგზავნის მიზნით;
თანხმობის მიღების შემთხვევაში კვლავ ვუკავშირდებით ფოსტას ყვარელში და ვაგზავნით ბარათებს.
ბარათები უნდა გაიგზავნოს 1 დეკემბრამდე.
10 დეკემბრიდან 15 იანვრამდე ვართ მოლოდინის რეჟიმში.
დეკემბრის ბოლოს და იანვრის დასაწყისში უკვე მივიღებთ ბარათებს პარტნიორი სკოლებიდან.
ვიკრიბებით ისევ და განვიხილავთ თვითეული ქვეყნის ბარათს.
ვასრულებთ სქემას ვიცი/მინდა ვიცოდე/გავიგე.
ამის შემდეგ მოსწავლეები  ინტერესის მიხედვით ინაწილებენ საკითხებს პრეზენტაციისათვის. ორი მოსწავლე ისაუბრებს პარტნიორი ქვეყნების დღესასწაულებზე, ზოგი ისაუბრებს ღირსშესანიშნავ ადგილებზე, სხვები ისაუბრებენ პარტნიორ ქვეყნებში გავრცელებულ სახელებსა და გვარებზე, და ასე შემდეგ, რის საშუალებასაც ბარათები მოგვცემს.
მოვიწვევთ სკოლის მასწავლებლებს, მშობლებს,სხვა კლასის მოსწავლეებს და გავაკეთებთ პრეზენტაციას.
ამის შემდეგ გავაკეთებთ გამოფენას ინგლისური ენის კაბინეტის წინ, რათა სკოლაში ყველა ბავშვს ჰქონდეს საშუალება გაეცნოს ბარათებს.
გამოვუშვებთ კედლის გაზეთს და პროექტში მონაწილე ბავშვები ან სხვა მოხალისეები დაწერენ შთაბეჭდილებებს პროექტის ირგვლივ. მოსწავლეები მოახდენენ თვითშეფასებას.
პროექტი საბოლოოდ დასრულდება 31 იანვარს.



დიფერენცირებული სწავლება

სპეციალური საჭიროებები
·         შექმენით მოდიფიკაციები მოსწავლის IEP-ში (ინდივიდუალურ სასწავლო გეგმაში);
·         გამოიყენეთ ჯგუფური მუშაობის ტექნიკა;
·         უზრუნველყავით მოსწავლეები სხვადასხვა ნაწერითა და ზეპირი ინსტრუქციებით;
·         იმუშავეთ მშობელთან, ან  მასწავლებლის თანაშემწესთან დამატებითი დახმარებისთვის;
·         გამოიყენეთ მასწავლებლის მიერ შექმნილი ნიმუშები მოსწავლეების მუშაობის წარმართვისთვის;
·         გამოიყენეთ დადებითი უკუკავშირი თითოეული დავალების შესრულების შემდეგ.

მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეები
·         იმუშავეთ ინგლისური ენის მასწავლებელთან, მოსწავლის მშობლიურ და ინგლისურ ენებზე ტერმინების ლექსიკონის შესადგენად, რაც ხელს შეუწყობს მოსწავლის ლექსიკური მარაგის გამდიდრებას.
·         მოსწავლეებს საშუალება მიეცით, ბარათში ჩასაწერი მონაცემები ინგლისურის მასწავლებელს გადასცენ გადასამოწმებლად და შესაფასებლად.
·         საკლასო მუშაობისას დააწყვილეთ სხვა მოსწავლესთან, ენობრივი დატვირთვის საჭიროებების გათვალისწინებით. (მაგალითად, ბარათებში ჩანაწერების გაკეთებისას)
·         მიიღეთ მოსწავლის მშობლიურ ენაზე შესრულებული დავალებები შემდგომი თარგმნისთვის.
·         ისარგებლეთ სკოლის სხვა მოსწავლეების დახმარებით, რომლეთა ინგლისურის ცოდნის მაჩვენებელი შედარებით მაღალია.
·         შეამცირეთ დავალებები, ან მეტი დრო დაუთმეთ მათ შესრულებას.
სასწავლო თემისთვის საჭირო მასალები


ტექნოლოგიატექნიკა (მონიშნეთ პროექტისათვის  საჭირო ტექნოლოგიური უზრუნველყოფა)

 ფოტოკამერა
 კომპიუტერი (ები)
 ციფრული კამერა
 DVD ფლეიერი
 ინტერნეტკავშირი
 ლაზერული დისკი
 საბეჭდი მანქანა/პრინტერი
 პროექტორი
 სკანერი
 ტელევიზორი
 VCR, ვიდეო
 ვიდეოკამერა
 ვიდეო საკონფერენციო აღჭურვილობა.
 სხვა      
ტექნოლოგია – პროგრამული უზრუნველყოფა (მონიშნეთ პროექტის ფარგლებში გამოყენებული პროგრამა/პროგრამები )
 მონაცემთა ბაზა/ცხრილები
 საგამომცემლო პროგრამები
 ელფოსტის პროგრამა
 ენციკლოპედია კომპაქტდისკზე
 ფოტო/სურათების დამუშავება
 ინტერნეტძიება
 მულტიმედია
 ვებგვერდის შექმნა
 ვორდის პროგრამა
 სხვა      


ბეჭდვითი მასალები
სახელმძღვანელოები, სასწავლო გზამკვლევები, მოთხრობები, ლაბორატორიის სახელმძღვანელოები, ბიბლიოგრაფიული მასალები და ა.შ.
ინვენტარი/მასალები
ქაღალდი, ფლომასტერები, კალმები, ფერადი ფურცლები, კომპიუტერი, პროექტორი, ინტერნეტი, გიფრული ფოტოაპარატი/ტელეფონი.
ინტერნეტრესურსები
Collaborate.iearn.com/google.com/youtube.com
სხვა რესურსები
საველე ვიზიტები, მოწვეული სტუმრები, მოსწავლეები სხვა ჯგუფებიდან, ადგილობრივი თემის/საზოგადოების წარმომადგენლები, მშობლები და ა.შ.


   


     პროექტი   „ჰალოვინი“
1. პროექტის სახელწოდება:  ჰალოვინი
2. პროექტის მთავარი იდეა:  გავაცნოთ მოსწავლეებს ამერიკული დღესასწაულის ჰალოვინის იდეა და მსგავსი გავაკეთოთ სკოლაში.
3. პროექტის აქტუალობა: მსოფლიო ქვეყნების კულტურის გაცნობა და მისი გადმოტანა თუნდაც ერთი კუთხით რათა გაამრავალფეროვნოს მოსწავლეთა ცხოვრება.
4. პროექტის მიზნები: მოსწავლეებმა გაიგონ უცხო ქვეყნის კულტურა, გაეცნონ ჰალოვინის დღესასწაულის სიმბოლოებს, ჰალოვინზე გავრცელებულ გასართობ თამაშებს. უფროსი ასაკის მოსწავლეები იქნებიან ლიდერები და პასუხისმგებლები ზეიმის დროს.
5. მონაწილეთა ასაკი: IX-XII კლასის მოსწავლეები, მთელი სკოლა
6. ვადები/ხანგრძლივობა: ორი კვირა, ოქტომბერი 15-30
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას: ბავშვები გადაიღებენ სურათებს, გააკეთებენ ალბომს, გამოუშვებენ კედლის გაზეთს ან შექმნიან ელექტრონულ ჟურნალს.
8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:  ფლომასტერები, საღებავები, ფუნჯები, ქაღალდები, დეკორაციები, გოგრა, ბოულინგი, ბურთები, ყუთი, ტუალეტის ქაღალდები, ვაშლები, ძაფი, ციფრული ფოტოაპარატი, კომპიუტერი, ინტერნეტი.
9. პროექტის მსვლელობა/ძირითადი აქტივობები: მასწავლებლები გამოჰკითხავენ უფროსი ასაკის მოსწავლეებს რა იციან ჰალოვინის შესახებ. შემდეგ გააცნობენ დამატებით ინფორმაციას და შესთავაზებენ სკოლაში მოაწყონ გასართობი თამაშები რომლებიც ხშირად თამაშდება ამერიკაში ჰალოვინის დროს. შეარჩევენ მოხალისე მოსწავლეებს რომელთაც სურვილი ექნებათ იყვნენ ლიდერები და პასუხისმგებლები ზეიმის მსვლელობის დროს. მასწავლებლები აუხსენიან მოსწავლეებს მათზე დაკისრებულ მოვალეობებს:  სკოლის მოსწავლეთა გაფრთხილება ჰალოვინის ჩატარების თარიღზე და დროზე, გოგრებისა და კოსტიუმების კონკურსის ჩატარების თაობაზე, დეკორაციების მომზადება, თამაშების წარმართვა, წესების გაცნობა თამაშის მონაწილე ბავშვებისთვის, მოსწავლეთათვის კონტროლის დაწესება რომ ქაოსი და გაუგებრობა არ იყოს. მზია გაგნიძე და ნორა მაკგი მასწავლებლებიდან შეაჩევს ჟიურის სამი მასწავლებლის შემადგენლობით, რომელიც შეაფასებს ორ საუკეთესოდ, შემოქმედებითად ამოჭრილ გოგრას და ორ ყველაზე ეფექტურ კოსტიუმის მატარებელ მოსწავლეს. მოსწავლეებს საშუალება ექნებათ ითამაშონ ბურთის მიზანში ჩაგდება, გოგრაზე ცხვირის მიწებება, ჩამოკიდებული ვაშლის ჭამა, მუმიის გაკეთება, ბოულინგი, სახის მოხატვა.
პროექტის დასრულების შემდეგ სკოლის შენობის დასუფთავება დაევალათ ღონისძიების ლიდერებს. თამაშებში და კონკურსებში გამარჯვებული მოსწავლეები დაჯილდოვდებიან საჩუქრებით, რაზეც იზრუნებს ნორა მაკგი, მოხალისე ამერიკელი მასწავლებელი.  
10: ეროვნულ სასწავლო გეგმასთან/საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან კავშირი: მოსწავლეები გაეცნობიან სხვა ქვეყნის კულტურას, გამოუმუშავდებათ კომუნიკაციის, ურთიერთ მოსმენის, ერთმანეთის აზრის გაზიარების და პატივისცემის უნარები. მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ და ჩამოუყალიბდებათ ლიდერის თვისებები. მოსწავლეები დაეუფლებიან კრეატიული აზროვნების უნარებს. იქნებიან კრიტიკულნი და სამართლიანები საკუთარი თავისა და სხვების მიმართ. მოსწავლეები შეძლებენ სირთულეების დაძლევას. მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ ანალიტიკური, შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების უნარები.
11: პროექტის ხელმძღვენელები: ნორა მაკგი, მზია გაგნიძე, სოფო ბეჟიაშვილი
12: ხელმძღვანელის ელ-ფოსტა: mziagagnidze120@gmail.com

13: პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:  



                                           პროექტი „საბავშვო ბაღი“



1. პროექტის სახელწოდება: საბავშვო ბაღი
2. პროექტის მთავარი იდეა: საბავშვო ბაღის სკოლამდელი ასაკის აღსაზრდელებს ვასწავლოთ ინგლისური ენა; უფროსი კლასის მოსწავლეების პროფესიული აღზრდა.
3. პროექტის აქტუალობა: საქართველოს საჯარო სკოლებში პირველი კლასიდან ისწავლება რა ინგლისური ენა, პატარებს უჭირთ უცხო ენის შესწავლა. გადავწყვიტე შევამზადოთ საბავშვო ბაღის აღსაზრდელები უცხო ენის სწავლებისათვის.
4. პროექტის მიზნები:  საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს პროგრამის ბოლოს  ეცოდინებოდათ:          
o   30 მარტივი სიტყვა
o   ათამდე დათვლა
o   ფერების სახელები
o   აღსაზრდელები შეძლებენ დასახელებული საგნების ამოცნობას თვალსაჩინო საშუალებების გამოყენებით.
o   აღსაზრდელებს ეცოდინებოდათ მისალმება და გამომშვიდობება ინგლისურ ენაზე.
აღსაზრდელებს ეცოდინებოდათ როგორ უნდა გაიცნონ ერთმანეთი.
o   აღსაზრდელები ნახავენ ანიმაციურ ფილმს ინგლისურ ენაზე მოსმენის და ვიზუალურად აღქმის უნარების განვითარების მიზნით.
o   პროექტის ლიდერი მოსწავლეები ისწავლიან სასწავლო პროცესის დაგეგმვას.
o   ბავშვებთან ურთიერთობას ლიდერის პოსტში.
o   დროის მართვას.
o   ბაღში მიღებული გამოცდილება დაეხმარებათ მათ პროფესიულ ორიენტაციაში.
5. მონაწილეთა ასაკი: IX-XII კლასის მოსწავლეები
6. ვადები/ხანგრძლივობა: ოთხი თვე, იანვარი–აპრილი, 2013
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას:  საბავშვო ბაღის აღსაზრდელები დაეუფლებიან ინგლისური ენის ანა–ბანას, გაუღვივდებათ მოტივაცია,  ურთიერთობა ექნებათ სკოლის მოსწავლეებთან აღმზრდელის პოსტზე, შეიქმნება თვალსაჩინო მასალები სასწავლო პროცესის წარმატებით შესრულებისათვის, კერძოდ სიტყვების შესასწავლად, შეიძლება გაკეთდეს ალბომი, ბლოგი, საგაზეთო სტატია დაიწეროს, გაკეთდეს პრეზენტაცია.
8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: ფლომასტერები, ფერადი ფანქრები, საღებავები, ფუნჯები, ქაღალდები, დეკორაციები, ბურთები, თეთრი დაფა, მარკერები, ციფრული ფოტოაპარატი, კომპიუტერი, ინტერნეტი.
9. პროექტის მსვლელობა/ძირითადი აქტივობები: მასწავლებლი მზია გაგნიძე, პროექტის მონაწილე ბავშვები (მოხალისე ლიდერები) შეიკრიბებიან და შეიმუშავებენ სამუშაო გეგმას. კვირაში ერთი დღე, ხუთშაბათი,  შუადღის 2 საათზე, 35 წუთის განმავლობაში საბავშვო ბაღის მოსწავლეებთან ჩაატარებენ ინგლისური ენის გაკვეთილს. ერთი დღით ადრე დაგეგმავენ გაკვეთილს, მოამზადებენ თვალსაჩინო მასალას სიტყვების ასახსნელად, მოამზადებენ ერთ ანიმაციურ ფილმს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლების მიზნით და ამავდროულად ინგლისური მეტყველების მოსმენის უნარების განვითარების მიზნით. მოხალისე ლიდერები გაინაწილებენ როლებს შესაძლებლობების მიხედვით: ვინ დახატავს თვალსაჩონო მასალას, ვინ ასწავლის ბავშვებს, ვინ მოამზადებს და გადმოიწერს იუთუბიდან ანიმაციურ ფილმებს, ვინ უჩვენებს ფილმებს, ორგანიზაციას გაუწევს სასწავლო პროცესს.
10: ეროვნულ სასწავლო გეგმასთან/საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან კავშირი:  პროექტის მონაწილე ბავშვები მიიღებენ პედაგოგიურ გამოცდილებას, გამოსცდიან საკუთარ თავს მასწავლებლის როლში და ზოგიერთ მათგანს ეს შეიძლება მომავალი პოფესიის არჩევაში დაეხმაროს. ჩამოუყალიბდებათ კრეატიული აზროვნების უნარები. ისწავლიან საკუთარი ტავის და საკლასო გარემოს მართვას. მოსწავლეთა მოტივაცია გაისრდება. დროის განაწილებას ისწვლიან. გამოუმუშავდებათ და ჩამოუყალიბდებათ ლიდერის თვისებები. თვითონ დაგეგმავენ  სასწავლი პროცესს საბავშვო ბაღში. მოსწავლეები დაეუფლებიან კრეატიული აზროვნების უნარებს. იქნებიან კრიტიკულნი და სამართლიანები საკუთარი თავისა და სხვების მიმართ. მოსწავლეები შეძლებენ სირთულეების დაძლევას. მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ ანალიტიკური, შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების უნარები.
11: პროექტის ხელმძღვენელი:  მზია გაგნიძე
12: ხელმძღვანელის ელ-ფოსტა: mziagagnidze120@gmail.com
13: პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: http://nurseryschoolproject.blogspot.com


ამ პროექტზე მუშაობა შემდგომ წლებშიაც გაგრძელდა. ნიკა ჩუგოშვილმა, აშშ-ში სწავლის დროს მოგებული გრანტით შეიძინა პროექტორი და სხვა სასწავლო რესურსები, რამაც უფრო საინტერესო გახადა სწავლება. ბავშვემა ისწავლეს 10-მდე დათვლა, სიტყვები, ფერები, სიმღერები. ვაჩვენებდით ანიმაციურ ფილმებს ინგლისურ ენაზე. ნახეთ ვიდეო. 
https://www.youtube.com/watch?v=lawdWRFOiXA
https://www.youtube.com/watch?v=MgpcJmE3HPk

No comments:

Post a Comment