Thursday, June 4, 2015

ჩემი სახელი მსოფლიოში

     გავაზის საჯარო სკოლის III კლასის მოსწავლეებმა იმუშავეს პროექტზე "ჩემი სახელი მსოფლიოში". მოსწავლეებმა აწარმოეს კვლევა საკუთარ სახელზე, ინტერვიუ აიღეს მშობლებისგან და გააკეთეს ბარათები, რომლებზეც მოათავსეს ინფორმაცია საკუთარი  სახელის შესახებ.მოსწავლეებმა ასევე მოიძიეს თავისი სახელის მნიშვნელობა, საქართველოში გავრცელებული მსგავსი სახელები, ასევე ცნობილი ადამიანები, რომლებიც ამ სახელებს ატარებენ.ზოგიერთმა მოსწავლემ თავის სახელის პირველი ასოებით დაწყებული შესაბამისი ზედსართავი და არსებითი სახელები გამოიყენა, რომლებიც მათ თვისებას ან სხვა დამახასიათებელ ნიშანს გამოხატავს.აი ისინიც:
                                                                       ნინი პაკაცოშვილი


        მე ვარ ნინი პაკაცოშვილი გავაზიდან, ყვარლის რაიონი. გავაზი მდებარეობს კახეთში, ალაზნის ველზე. ჩემი სახელი უკავშირდება წმინდა ნინოს, რომელმაც გაავრცელა ქრისტიანული სარწმუნოება საქართველოში. ეს სახელი დედამ დამარქვა. მას ძალიან მოსწონდა ეს სახელი. ნინო ერქვა დედაჩემის დეიდას და ჩემს დიდ ბებიას. ასე რომ მე არ ვარ პირველი ამ სახელით ჩვენს დიდ ოჯახში.
ჩემი არაოფიციალური სახელია ნინიკო. საქართველოში მსგავსი სახელებია: ნინუცა, ნინიკო, ნინცი, ნუცა.
ეს წმინდა ნინოა ვაზის ჯვრით ხელში. საქართველოში 1 ივნისს ნინოობას აღნიშნავენ.

    ანი ჯეირანიშვილი

ანი ჩემმა მშობლებმა დამარქვეს. მე მიყვარს ჩემი სახელი. მსგავსი სახელებია: ანა, ანიკო, ანანო. სახელი იმდენად არა რასაც ჩემი გვარი მეუბნება. ჯეირანი ძალიან ლამაზი მთის ცხოველაი. ცნობილი ქართული ქორეოგრაფიული ანსამბლი ილიკო სუხიშვილის და ნინო რამიშვილის ხელმძღვანელობით ასრულებდა ცეკვას "ჯეირანი". ძალიან ლამაზი ცეკვაა. 
           ნინო რაჯებაშვილი

         

ნინი კეწელაშვილი

მე ვარ ნინი. ვცხოვრო ყვარელის რაიონში, სოფელი გავაზი. მამამ და ბებიამ ნინი იმიტომ დამარქვა, რომ ნინოობას დავიბადე. საქართველოში ნინოობას აღნიშნავენ წელიწადში ორჯერ წმინდა ნინოს საპატივსაცემოდ. მე წმინდანის სახელი მქვია. ნინოწმინდამ საქართველოში ქრისტიანული სარწმუნოება იქადაგა და გაავრცელა. ცნობილი ადამიანები არიან: მოცეკვავეები ნინო რამიშვილი და ნინო ანანიაშვილი. ჩემი არაოფიციალური სახელია ნინუცი.

ანი ხუციშვილი

მე ანი ხუციშვილი ვარ. ვცხოვრობ გავაზში. ჩემი ქვეყანაა საქართველო. მე ვსწავლობ გავაზის საჯარო სკოლაში. მსგავსი სახელებია: ანა, ანამარია, ანუკი, ანუკა. ცნობილი ადამიანია ანა კალანდაძე, ჩემი საყვარელი პოეტი.
 ა-კრობატი
ნ-აყინი
    ი-შვიათი



გაგა პაკაცოშვილი

მე ვარ გაგა პაკაცოშვილი. გაგა დედამ დამარქვა. მისი თქმით დედას ბავშვობის ექიმს ერქვა გაგა და მას ძალიან უყვარდა თავისი ექიმი და მისი სახელიც მოსწონდა. როდესაც მე დავიბადე, დედას ოცნება ახდა. გაგა დამარქვეს. ოჯახშიც და მთელს სანათესაოშიც მე ვარ პირველი ამ სახელით. ძალიან მომწონს ჩემი სახელი.
მე ტელეეკრანზე მინახავს მსახიობი გაგა ჩიხლაძე და მომწონს ეს ადამიანი. ერთ-ერთ მოთხრობაში, სახელი აღარ მახსოვს, ლამაზ ფრინველს ერქვა "გაგა". საქართველოში. მსგავსი სახელებია: გაგი, გიგი, გიგა, გაგლო.
-მაყი
-ონიერი
-მბიციური
.

ანი თათრიშვილი
მე ანი მქვია. ეს სახელი დედამ და მამამ დამარქვეს. მსგავსი სახელებია: ანა, ანიკო, ანამარია, ანასტასია. პოპულარული ადამაინები, რომლებიც ამ სახელს ატარებენ, არია: ანა ფრანკი, ანი კეკუა, ანასტასია ვირსალაძე. მე ოჯახში პირველი ვარ ამ სახელით. 
ა-თოსანი
ნ-იჭიერი
ი-ნდივიდუალური

მერიკო ვარადაშვილი

მერიკო ბებიას ერქვა და მშობლებმა მიტომ დამარქვეს. მე მიყვარს ჩემი სახელი.

ნინო ვარადაშვილი

       
მე მქვია ნინიკო. ნინიკო ნინოს მოფერებითი სახელია. ნინო ჩემი ნათლობის სახელია. ოჯახმა დამარქვა ნინო, იმოტომ რომ ბებოსაც ნინო ჰქვია. ნინო წმინდანის სახელია. მე ნინო მქვია, მაგრამ ხან ნინის მეძახიან, ხან-ნინუცელას, ხანაც-ნუცას. ცნობილი ადამიანები ამ სახელით არიან: მომღერალი ნინო ჩხეიძე, ნინი ბადურაშვილი, ნინი ბუზალაძე. ჩემს სახელს შემდეგი თვისებები დავუკავშირე:
ნ-ასწავლი
ი-მედიანი
ნ-ელი
ო-მახიანი 


ნატალი ბუთიაშვილი

    ნატალის სახლში მეძახიან. მეგობრებიც ნატალის მეძახიან. მსგავსი სახელებია:ნატო, ნატა, ნატაშა, ნატუკი. ცნობილი ადამიანები: ნატო ვაჩნაძე ძალიან ლამაზი ქართველი მსახიობი იყო. ნატო მეტონიძე, მომღერალი. ნატალი კოსმეტიკურ ფირმასაც ჰქვია.

ნინო ჩიდრაშვილი


მე ნინო მქვია. ეს სახელი დამარქვა კუსია მამიდამ, დედამ და მამამ. ალბათ იმიტომაც დამარქვეს, რომ ნინოობას დავიბადე. ნინოობა წმინდა ნინოს უკავშირდება და ლამის სახელის დღესასწაულადაც იქცა. ხალხი ახლობელ ყველა ნინოს ურეკავს და ულოცავს ნინოობას. ჩემი მოსახელე ცნობილი მომღერალია ნინო ჩხეიძე. ძალიან მიყვარს მისი სიმღერები. ჩემი სახელი ძალიან მიყვარს. საქართველოში ძალიან პოპულარულია ჩემი სახელი.

ილია ბეროშვილი

     ილია პაპაჩემის სახელია. ჩემმა მსობლებმა მის საპარივსაცემოდ დამარქვეს ეს სახელი.პაპას ძალიან ვუყვარვარ. ილია ერქვა ილო ბეროშვილს, პოეტს ახალსოფლიდან. მისი შვილიშვილი ილო ბეროშვილი ცნობილი მსახიობია. პაპა ამბობს, ნათესავები ვართო, თუმცა მე არ ვიცნობ და მინდა პირადად გავიცნო.
ი–ნდივიდუალური
ლ–ამაზი
ი–მედიანი
ა–მაყი

                                                                 გიორგი წყალობაშვილი

                            
მე ვარ გიორგი წყალობაშვილი. დედამ და ჩემმა ძმამ დამარქვა ეს სახელი, თუმცა მამას უნდოდა ნიკოლოზი დაერქმია ჩემთვის, დიდი პაპის საპატივცემულოდ. მე პირველი ვარ ჩემს ოჯახში ამ სახელით. მე მომწონს ჩემი სახელი, თუმცა ნიკოლოზიც კარგი სახელია.
გიორგი ერქვა საქართველოს მეფეს, "გიორგი ბრწყინვალე". გიორგი წმინდანის სახელია. საქართველოში წმინდა გიორგი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წმინდანია. წელიწადში ორჯერ ქართველი ხალხი ზეიმობს გიორგობის წმინდა დღესასწაულს., 23 ნოემბერს და 6 ივნისს. ხალხი მიდის ეკლესიებში, რომლებიც წმინდა გიორგის სახელს ატარებენ, საკლავს კლავენ, სანთელს ანთებენ და წმინდა გიორგის ავედრებენ საკუთარ ოჯახებს, ახლობლებს და საქართველოს. დილით ეკლესიებში წირვა-ლოცვა აღევლინება. ძველ გავაზში სოფლის თავსი არის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, ხოლო უფრო ზემოთ მთაში თავწმინდა გიორგის ეკლესიაა. ამჟამად იქ ეკლესიის ნაგრევებია, თუმცა ხალხი იქაც ადის სანთლების დასანთებად, მიუხედავად იმისა რომ ცუდი გზაა და ასასვლელად ძნელია. ქათველებს ძალიან უყვართ წმინდანების პატივისცემა. ამბობენ რომ იმ ეკლესიაში წმინდა გიორგის თავია დამარხულიო, ამიტომაც ჰქვია თავწმინდა გიორგი. საქართველოში ეს სახელი ძალიან პოპულარულია. მსგავსი სახელებია: გოგა, გიგა, გიგი, გოგია, გოგი, გრიგოლი.
გ-ამარჯვებული
ი-ღბლიანი
ო-მახიანი
რ-იჟიკა
გ-ახარებული
ი-მედიანი




No comments:

Post a Comment