Saturday, May 23, 2015

მოლაპარაკე ფრანები

პროექტი „მსოფლიოს მოლაპარაკე ფრანები “

სახელი და გვარი: მზია გაგნიძე
რაიონი: ყვარელი
სკოლა: გავაზის სჯარო სკოლა
თემის დასახელება
მოლაპარაკე ფრანები მსოფლიოში
თემის შინაარსი
პროექტი „მოლაპარაკე ფრანები მსოფლიოში არის საერთაშორისო პროექტი, რომელიც ეძღვნება ბავშვთა უფლებების დამცველ იანუშ კორჩაკის ხსოვნას. მოსწავლეები დაამზადებენ და ლამაზად გააფორმებენ ფრანებს, დააწერენ ზედ სურვილებს, როგორი მსოფლიოზე ოცნებობენ და შემდეგ გავუშვებთ ფრანებს ჰაერში. მოსწავლეები გამოხატავენ თავიანთ სურვილებს და ოცნებებს მსოფლიოს მიმართ.
საგანი: ინგლისური ენა
 დონე/კლასი: III-VI, დაწყებითი საფეხური
განხორციელების დროის ჩარჩო: ოთხი თვე, თებერვალი–მაისი, 2015

პროექტის მიზანი: მოსწავლეები ფრანების საშუალებით გამოხატავენ თავის სურვილს და ოცნებას უკეთესი მსოფლიოსათვის. ეს დაეხმარება მოსწავლეებს იგრძნონ თავი მსოფლიოს მოქალაქეებად, იყვნენ ტოლერანტულები, მიიღონ სხვა ქვეყნის ბავშვების გამოძახილი ფრანების საშუალებით და თავისი ხმა მიაწვდინონ მათ.
პროექტის მსვლელობა: მოსწავლები გაეცნობიან საერთაშორისო პროექტის „მოლაპარაკე ფრანები“ ტრადიციას. შევქმნი მოხალისე მოსწავლეთა ჯგუფს სხვადასხვა კლასებიდან. დავგეგმავთ ეტაპობრივად რას გავაკეთებთ. I კვირა: დავამზადებთ ფრანებს, გავაფორმებთ ფრანებს როგორც დიალოგის, ძმობის, მეგობრობის, ურთიერთგაგების სიმბოლოს. თვითეული მონაწილე გაუშვებს ფრანს თავისი ფიქრებით, სურვილებით, ოცნებებით და იმედებით უკეთესი მსოფლიოსათვის. II კვირა: შევიმუშავებთ ტექსტს, გზავნილი მსოფლიოს.  III კვირა. დავაწერთ ფრანებზე ტექსტს. 21 მარტს ყველა წავალთ სტადიონზე და გავუშვებთ ფრანებს. გადავიღებთ სურათებს, გავერთობით და დავბრუნდებით სახლებში. გადაღებულ სურათებს გავუგზავნით რუთი ჰოცენს, ფრანების პროექტის დამფუძნებელს, ავტვირთავთ იუთუბზე.
პროექტი ეძღვნება ბავშვთა უფლებებისთვის მებრძოლ იანუშ კორჩაკს.
მოსალოდნელი შედეგი: მნიშვნელოვანი ღირებულებების გაზრდა, როგორიცაა ტოლარანტობა, „სხვების“ მიღება, თანაარსებობა, მოსმენა, დიალოგის არჩევა ძალადობის ნაცვლად, უნივერსალური სოლიდარობა და სხვა.
ჯგუფის წვლილი სხვების/პლანეტის მიმართ:
ამ პროექტში მონაწილეობას იღებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ბავშვი. ეცოდინებათ რა მოსწავლეებს ამის შესახებ, ისინი დაეუფლებიან ისეთ ღირებულებებს, როგორიცაა ტოლერანტობა და თანაარსებობა.
რესურსები: ქაღალდი, ფლომასტერები, წებო, მაკრატელი, ინტერნეტი, კომპიუტერი, პროექტორი, სოფლის სტადიონი, დამზადებული ფრანები, ციფრული, მოსწავლეები, მასწავლებლები, მშობლები.
გამოყენებული მასალა; ფასილიტატორ, რუთი ჰოცენის პროექტი Talking Kites Around the World
ფრანების დამზადება

ეთო თავისი ფრანით
                                                 
სტადიონზე
I love you
ფრანებს ვატანთ საუკეთესო სურვილებს
შეკრება სკოლის წინ
მოსწავლეების მიერ
დამზადებული ფრანები
                                         
                      
მხიარული დღის დასასრული

No comments:

Post a Comment