Sunday, May 10, 2015

სასწავლო პროექტი "Chinese inventions"

პროექტის გეგმა
1. პროექტის თემა:
2. სასწავლო მიზნები და ამოცანები: მოსწავლეები ჯგუფების მიხედვით მოიძიებენ მასალას ჩინელების გამოგონებების შესახებ ინტერნეტში და ენციკლოპედიებში, ჩაატარებენ კვლევას და დაამზადებენ ქაღალდს სახლის პირობებში, გააკეთებენ საათს და მარტივი სახის კომპასს ნემსის საშუალებით,  მოძიებული მასალის დახმარებით შექმნიან პოსტერებს, გააკეთებენ პრეზენტაციას პოსტერების და კომპიუტერის საშუალებით.
3. წინაპირობა: მოსწავლეებს აქვთ შესაბამისი ლექსიკური და გრამატიკული ცოდნა.
4. გაკვეთილის მსვლელობა:
ა) ჯგუფები წარმოადგენენ წინასწარ დამზადებულ მოძიებულ მასალას პოსტერების სახით სხვადასხვა თემაზე: Paper, Printing, Compass, Other Chinese Inventions და გააკეთებენ პრეზენტაციას.
ბ) ჯგუფი Paper (პრაქტიკული) კომპიუტერის საშუალებით Power point-ში გააკეთებს პრეზენტაციას იმის თაობაზე, თვითონ როგორ დაამზადეს ქაღალდი.
გ) ჯგუფი Silk კომპიუტერით პოვერ პოინტში გააკეთებს აბრეშუმის წარმოების სესახებ პრეზენტაციას.
დ) მოსწვლეთა ჯგუფი დაამზადებს საათს და გააკეთებენ პრეზენტაციას.
ე) მოსწავლეთა ერთი ჯგუფი ჩაატარებს ექსპერიმენტს. დაამზადებს დამაგნიტებული ნემსით მარტივი სახის კომპასს და ახსნიან, როგორ გააკეთეს.
ვ) შეფასება
5. გამოყენებული რესურსები: მოსწავლის სახელმზღვანელო English World 4, ალექსანდროვის ქაღალდები, მარკერები, წებო, მაკრატელი, პასტელები, კომპიუტერი, პროექტორი, ეკრანი, საკლასო და საოჯახო გარემო, ბლენდერი, თასი, ჩარჩო, ბადე, ქაღალსი, ნემსი, მაგნიტი, კომპასი, წყალი, ბოთლის საცობი, პლასტმასის თეფში, ფერადი ქაღალდები, ჭიკარტი, საშლელი, ადამიანური რესურსები: VI კლასის მოსწავლეები, მასწავლებელი, მშობლები.
6. ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული შედეგები: მოსწავლეებმა გაიგეს, ახსნეს, აღწერეს, შექმნეს, გაანალიზეს, გამოიკვლიეს და შეაფასეს ჩინელების გამოგონებები.შექმნეს პოსტერები, საათი, გააკეთეს პირვანდელი სახის კომპასი. იმუშავეს ჯგუფებში, რამაც ხელი შეუწყო მოსწავლეებში კომუნიკაციის უნარების განვითარებას, უფრო ღრმად გაეცვნენ თემას და გაიმდიდრეს ლექსიკური მარაგი განუვითარდათ მეტყველების უნარები.










No comments:

Post a Comment